მიმოხილვა
მთავარი  ›  მიმოხილვა
კენტის ჰოსპიტალი არის ჯანდაცვის ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 20004 წელს, სამედიცინო მიღწევები აქვს არამარტო იზმირში და ეგეოსის ზღვის რეგიონში, არამედ უფრო შორეულ ქვეყნებშიც.

კენტის ჰოსპიტალი, რომელიც  ძირითადად კერძო ჰოსპიტალია, გთავაზობთ დაავადებების უმაღლესი დონის დიაგნოსტიკას და მკურნალობას, რაც შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ საუნივერსტეტო კლინიკებში, გამოცდილი პერსონალის მიერ მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით.

კენტის კარდიოვასკულარული ქირურგიის  ჰოსპიტალი  დაზღვეული პაციენტების სოციალური დაცვის გარანტიას, ორიენტირებულია ღვიძლის, თირკმლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაზე, მოიცავს კარდიოლოგიურ კლინიკას. აქ აგრეთვე  ტარდება ონკოლოგიური დაავდებების მკურნალობა. პოლიკლინიკის და კლინიკური მომსახურების გარდა კლინიკას გააჩნია სრულ განაკვეთზე დასაქმებული პერსონალი ყველა მიმართულებით, კენტის ჰოსპიტალი წარმატებულია ტრანსპლანტაციის ოპერაციების მხრივ. ღვიძლის ტრანსპლანტაციის ცენტრში, თირკმლის ტრანსპლანტაციის ცენტრში, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში წარმატებით განხორციელდა მრავალი ადგილობრივი და უცხოელი პაციენტის მკურნალობა/რეაბილიტაცია. კენტის ჰოსპიტალს ერთ–ერთი მაღალი პოზიცია უჭირავს ევროპაში ღვიძლის გადანერგვის კლინიკებს შორის, სადაც ხდება ღვიძლის უკმარისობით დაავადებული ბავშვების და მოზრდილების მკურნალობა, კვალიფიციურ პერსონალს ჩატარებული აქვს ღვიძლის გადანერგვის 1700–ზე მეტი ოპერაცია, განსაკუთრებით ბავშვთა პოპულაციაში.

 კენტის ჰოსპიტალი გაშენებულია 30.000მ2 ფართობზე და გააჩნია დაახლოებით 22,000მ2 ტერიტორია. JCI –მ კენტის ჰოსპიტალს მიანიჭა აკრედიტაცია, ჩათვალა რომ ის აშენებულია AIA (არქიტექტურის ამერიკული ინსტიტუტი) სტანდარტების შესაბამისად. საავადმყოფოს შენობები აგრეთვე სრულ შესაბამისობაშია ნაციონალურ სტანდარტებთან.

JCI აკრედიტაცია

კენტის ჰოსპიტალის დიზაინი შეიქმნა JCI (საერთაშორისო ერთობლივი კომისია) აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად, აკრედიტაცია გაიარა 2006 წელს და JCI სერტიფიკატის განახლება მოხდა 2009, 2012 და 2016 წლებში.

ძლიერი ტექნიკური ინფრასტრუქტურა

კენტის ჰოსპიტალში პაციენტებისთვის შეთავაზებულია 204 კომფორტული საწოლი, დაიშვებიან მნახველები. ხელმისაწვდომია გამოსახულებითი კვლევის შემდეგი მეთოდები: მაგნიტურ–რეზონანსტული ტომოგრაფია, კომპიუტერული სპირალური ტომოგრაფია, დიგიტალური ფლუროსკოპია, მამოგრაფია, პირდაპირი რენტგენი, ფერადი დოპლერით ულტრაბგერითი კვლევა. სურათები ხელმისაწვდომია ყველა ექიმისთვის ციფრული მედიის სახით  (PACS).

პროცედურები, როგორიცაა კორონარული ანგიოგრაფია, ბირთვული მედიცინა, ძვლის დენსიტომეტრია, ინახება და ციფრულ რეჟიმში იგზავნება კლინიკის ექიმებთან და, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის სხვა სპეციალისტებთან ან მის ფარგლებს გარეთ.

ხელმისაწვდომია ლაბორატორიული გამოკვლევები, როგორიცაა ბიოქიმიური, ჰემატოლოგიური, მიკრობიოლოგიური ანალიზები და ჰორმონალური კვლევები, ხარისხი გარანტირებულია, დაცულია უსაფრთხოების წესები.

კარდიოლოგიური დიაგნოსტიკის განყოფილებაში დიაგნოსტიკა ტარდება ეკგ–ს, ჰოლტერის, ECHO, დატვირთვის ეკგ ტესტებით.

ინტერვენციული კარდიოლოგიის განყოფილებაში ტარდება ისეთი პროცედურები, როგორიცაა კორონარული ანგიოგრაფია, ანგიოპლასტიკა, სტენტირება, გულის სტიმულატორების ჩადგმა (pace-maker), ფუნქციონირებს ინტენსიური თერაპიის და საოპერაციო პალატები.

საოპერაციო პალატაში, რომლებიც აღჭურვილია ორმაგი დერეფნის (სტერილური, ნახევრად სტერილური) სისტემით, სრული სტერილიზაცია მიიღწევა დადებითი წნევით და ჰაერის ლამინალური ნაკადით, ფილტრაცია და „სუფთა პალატის სტანდარტები“ მოწმდება კომპეტენტური ორგანოების მიერ.

საოპერაციო ბლოკი და ინტენსიური თერაპიის პალატები

გარდა კარდიოლოგიური ოპერაციებისთვის განკუთვნილი პალატებისა, ხელმისაწვდომია სპეციალური საოპერაციო ბლოკები მიკროქირურგიული ოპერაციებისთვის. სულ ფუნქციონირებს მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, საოპერაციო ბლოკებთან დაკავშირებული 54 ინტენსიური თერაპიის პალატა 36 მოზრდილებისთვის და 18 ახალშობილებისთვის,

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების სამედიცინო მონაცემები ექიმებისთვის ხელმსიაწვდომია ჰოსპიტალის ქსელურ სისტემაში.

სამშობიარო პალატები

კენტის ჰოსპიტალის სამშობიარო პალატებში ორსულებისთვის მშობიარობამდე ტკივილის პერიოდის შესამსუბუქებლად ხელმისაწვდომია ჯაკუზები ჰაერის ან წყლის წნევის ქვეშ. ამას გარდა, არსებობს განსაკუთრებული სამშობიარო პალატები, სადაც ყველაფერი ოჯახურ გარემოს გავს.

აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფილია პირდაპირი კავშირი ამ განყოფილებებსა და საოპერაციო ბლოკებს შორის. არსებობს ინტენსიური თერაპიის განყოფილება, სადაც შესაძლებელია ახალშობილისთვის ნებისმიერი რუტინული და გადაუდებელი ინტერვენციის ჩატარება, გარდა ამისა, ხელმისაწვდომია სატრანსპორტო ინკუბატორი. პაციენტთა პალატებში ხელმისაწვდომია ექთნების გამოძახების სისტემა, ცენტრალური სამედიცინო აირის სისტემა, პაციენტების მიკრო–პროცესორული ელექტრონული საწოლები რათა მათ შეძლონ სასურველი პოზიციის მიღება.