ინფორმაცია ვიზიტორებისთვის
მთავარი  ›  ინფორმაცია ვიზიტორებისთვის

მომვლელთა წესები

ყოველი პაციენტი უფლებამოსილია დარჩეს მომვლელთან ერთად გარდა იმ შემთხვევისა თუ სამედიცნო თვალსაზრისით ეს გაუმართლებელია და გარდა ძვლის ტვინის გადანერგვის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.

მომვლელის რაოდენობა შეზღუდულია 1-მდე.

პაციენტის მომვლელის ფორმა“ ივსება შესაბამისი პერსონალის მიერ მომვლელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და მომვლელი აწერს ხელს.

მომვლელი ეხმარება პაციენტის მოვლაში დაშვების ფარგლებში.

მომვლელი ვალდებულია დაიცვას ჰოსპიტალის მიერ დაკისრებული ყველა წესი.


მნახველის წესები

მაქსიმუმ 1 მნახველის შეშვებაა შესაძლებელი სასწრაფო დახმარების განყოფილებაში ერთდროულად.

პაციენტთა მონახულება შესაძლებელია 07.00-დან 22.00-მდე სტაციონარული მკურნალობის განყოფილებაში ყოველ დღე (გარდა მე-4 და პირველი სართულებისა)

პირველი სართულის პაციენტთა ნახვა შესაძლებელია 11.00-12.00, 15.00-16.00, 19.00-20.00.

ძვლის ტვინის გადანერგვის განყოფილების პაციენტთა მონახულება შესაძლებელია 14.00-დან 16.00-მდე.

მაქსიმუმ ორ მნახველს შეუძლია პაციენტთა მონახულება ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.

ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ბავშვის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დედას და მამას.


ინტენსიური თერაპიის განყოფილება-ვიზიტის საათები:

ზოგადი ინტენსიური თერაპია 11.00-19.00

კარდიოვასკულარული ქირურგიის ინტენსიური თერაპია 10.00-20.00

კორონარული ინტენსიური თერაპია 10.00-19.00

ახალშობილთა ინტენსიური თერაპია 14.00-16.00

თერაპევტმა შესაძლოა გაზარდოს ვიზიტების სიხშირე პაციენტისთვის მისი სამედიცინო მდგომარეობის შესაბამისად.

თუ თერაპევტი აკრძალავს ვიზიტებს და/ან მომვლელებს, გთხოვთ დაიცავით წესები.

12 წლამდე ბავშვებს არ აქვს პაციენტთა მონახულების უფლება (ვიზიტორი მიიღება მხოლოდ მეორე სართულზე სამშობიარო განყოფილებაში დაცვის დასტურის საფუძველზე)

ცოცხალი ყვავილების შეტანა დაუშვებელია პაციენტთა სამკურნალო განყოფილებებში.

საკვების და სასმელების შეტანა დაუშვებელია პაციენტთა სამკურნალო განყოფილებებში.

მოწევა დაიშვება მხოლოდ ჰოსპიტალის შიგნით არსებულ კაფეტერიაში.